Skip to end of metadata
Go to start of metadata

პრობლემა

სხვადასხვა ოპერაციულ სისტემაში Curl-ი იყენებს სხვადასხვა ბიბლიოთეკებს კრიპტოგრაფიული ფუნციებისთვის, კონკრეტულად იყენებენ როგორც წესი OpenSSL-ს ან NSS-ის ბიბლიოთეკას.

OpenSSL-ი და NSS-ი მთლიანად არ არის თავსებადი ერთმანეთთან, ასე რომ ერთიდაიგივე კოდი იმის მიხედვით თუ რა ბიბლიოთეკა გამოიყენება შეიძლება მუშაობდეს ერთ სერვერზე/ოპერაციულ სისტემაზე და არ მუშაობდეს მეორეზე.

როგორც წესი  OpenSSL-ის ვერსიას პრობლემა არ აქვს, პრობლემები იქმნება NSS ბიბლიოთეკის შემთხვევაში.

კონკრეტულად ამ შეცდომის შემთხვევაში საჭიროა PKCS8 ფორმატიდან private key-ს კონვერტირება RSA ფორმატში.

გასწორება

გასწორებისთვის აუცილებელია private ფაილის კონვერტაცია NSS-ისთვის საჭირო ფორმატში.

 openssl rsa -in not_wrking_key.pem  -out working_key.key -text

ამ ბრძანებაში შეცვალეთ ფაილების სახელები თქვენი საჭიროების მიხედვით.